,,ქოჩორაშვილმა მოედანზე შესვლისთანავე აღგვაფრთოვანა'' - Sporting Things
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გიორგი ქოჩორაშვილის ლისაბონურ დებიუტს სოციალურ ქსელში სპორტინგის ფან-გვერდი Sporting Things გამოეხმაურა:
,,ქოჩორაშვილმა მოედანზე შესვლისთანავე აღგვაფრთოვანა, გულშემატკივრები ბურთთან პირველივე შეხებით მოხიბლა. მისი პასები ძალიან მრავალფეროვანია - შეტევაში მყოფ ფეხბურთელებს ბურთს აწვდიდა და ზუსტ გრძელ პასებსაც აკეთებდა.
ტექნიკური თვისებების გარდა, პიროვნული თვისებებიც გამოავლინა, თანაგუნდელებს ხელმძღვანელობს და ლიდერობს. მეტოქის ზეწოლას ძალიან კარგად უმკლავდება და პრესინგზეც ჭკვიანურად გადადის.
უდავოა, რომ ეს შესანიშნავი დასაწყისია და ქოჩორაშვილი არის ფეხბურთელი, რომელიც არ დაგაღალატებთ.'' - წერს Sporting Things
სპორტინგი ამხანაგურ შეხვედრაში სელტიკთან 0:2 დამარცხდა. ქოჩორაშვილი მატჩში 59-ე წუთზე ჩაერთო, როცა ანგარიში 0:1 იყო.
ლისაბონური გუნდი მომავალ შეხვედრას ორშაბათს, 21 ივლისს, სანდერლენდის წინააღმდეგ გამართავს.
Kochorashvili entrou e encantou. Impressiona desde logo pelo seu primeiro toque, sempre orientado, sempre intencional, e pela facilidade com que liga o jogo quando recebe de frente. Demonstra uma enorme variedade no passe: encontra com naturalidade linhas interiores, liga e… pic.twitter.com/5QjrKYfACy
— Sporting Things (@Sporting_Things) July 16, 2025