Belive

მორიგი ეფექტური გოლი - რა შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ სპორტინგთან?

6 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის, ლიგის ფაზის მე-7 სათამაშო ტურში სპორტინგისა და პარი სენ-ჟერმენის დაპირისპირება შედგა. ლისაბონში გამართული მატჩი 2:1 დასრულდა.

სამწუხაროდ, სპორტინგის შემადგენლობაში არ უთამაშია გიორგი ქოჩორაშვილს, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა და მასპინძლების კარის ასაღებად მხოლოდ 13 წუთი დასჭირდა. კვარამ 79-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, მაგრამ 91-ზე სუარესმა პარიზელებს კვლავ გაუტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სტატისტიკის მწარმოებელმა ავტორიტეტულმა პლატფორმებმა პარიზული გრანდის ქართველი ვარსკვლავის თამაში შემდეგნაირად შეაფასეს.

  • flashscore: 7.3

  • sofascore: 7.6

  • whoscored: 7.0

პარი სენ-ჟერმენი ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ლიგის ფაზის დასკვნით მატჩს, 28 იანვარს, 23:55 საათზე, ნიუკასლის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები