Belive

'ქობულეთში ვარ, მეგობრებთან ერთად' - კვარაცხელიას ძველი ფოტოს ისტორია გაახსენეს

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

'ძველი ფოტოს ჩელენჯი' - ეს ერთგვარი ტრენდია, რომელსაც კომპანიების, კლუბების და სხვა ნებისმიერი ჯგუფის სოც.მედია პლათფორმები გასართობად იყენებენ. ამ შემთხვევაში, ხვიჩა კვარაცხელიას რამდენიმე წლის წინ გადაღებული ფოტო 'ამოქექეს' და სრულიად მოულოდნელად აჩვენეს, შემდეგ კი სთხოვეს, რომ 'პატარა ხვიჩასთვის', რომელიც ზღვის ნაპირას ხელებგაშლილი დგას, რჩევა მიეცა.

ხვიჩა: სად ნახეთ ეს ფოტო?
წამყვანი: ერთი რჩევის მიცემა რომ შეგეძლოთ იმ ადამიანისთვის, ვისაც ახლა უყურებთ, რა იქნებოდა ეს რჩევა?
ხვიჩა: ასეთ რჩევას მივცემდი - კარგი ოცნება გაქვს და ბოლომდე მიყევი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი აქ რას ვაკეთებ, მაგრამ შესაძლოა ღმერთს ვთხოვ რამეს, ფაქტია ამან გაამართლა. ამ დროს საქართველოს ქალაქ ქობულეთში ვიყავი ჩემს ორ მეგობრთან ერთად. შესანიშნავი დღეები გავატარე, ბევრ კარგ ისტორიას მახსენებს - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია

სხვა სტატიები