Belive

"ქართველ ფეხბურთელებს ოსკარი ეკუთვნით" - შოტლანდიელი ქომაგები

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

შოტლანდიის ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები, როგორც ჩანს, ქართველი ფეხბურთელების ტრავმიანობამ გააღიზიანა და ხშირად მინდორზე წოლამ. სოციალურ ქსელში მათი გამოხმაურება უმეტესად ეხება მსაჯს და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს. როგორც შოტლანდიელი ქომაგები ამბობენ, ქართველ ფეხბურთელებს ამით დროის გაყვანა სურდათ.

სოციალურ ქსელში მათი კომენტარები და გამოხმაურება ასეთია:

შოტლანდიის ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა 12 კაცის წინააღმდეგ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საქციელი სამარცხვინო იყო, როგორც ისინი წუწუნებდნენ და იწვნენ მინდორზე

კარგი ბრძოლა ვიხილეთ, მაგრამ კითხვები მსაჯთან დაკავშირებით უნდა დაისვას. 3 ყველაზე ცუდი მსაჯობა ჩვენს წინააღმდეგ: ნორვეგიაში, ესპანეთსა და საქართველოში

საქართველოს ნაკრების თამაში საშინელებაა, მათი თეატრალური ქცევები სამარცხვინო იყო. იმედია მომავალ წელს საშინელი ზაფხული ექნებათ.

აიღეთ ეს ქულა. საქართველო გამარჯვებას არ იმსახურებდა. დრო იკარგებოდა მსახიობობაში. ოსკარს იმსახურებდნენ. მოუთმენლად ველით კვირას გასამართ შეხვედრას

საქართველო უნდა დაჯარიმდეს ამდენი სიმულაციისთვის

სხვა სტატიები