სკოტ მაკტომინეის მაკრატელა 20 ფუნტიან ნომინალურ ბანკნოტზე გამოსახეს
შოტლანდიის ბანკმა 20 ფუნტიან ნომინალურ ბანკნოტზე სკოტ მაკტომინეის ცნობილი დარტყმა გამოსახა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან მატჩში გაიტანა, თან ამავდროულად ულამაზესი გამოდგა. აღნიშნული ბანკნოტი შეიქმნა შოტლანდიის მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნების აღსანიშნავად.
შოტლანდიური გამოცემა The Herald-ის ცნობით ქვეყანამ გადაწყვიტა ბანკნოტის წარმოება და ამით გულშემატკივრებს შანსი ექნებათ, რომ 100 ბანკნოტიდან 50 მომდევნო კვირების განმავლობაში მოიგონ. კუპიურის დიზაინი აერთიანებს ტრადიციული ბანკნოტების ელემენტებს მაკტომინეის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შოტლანდიის ნაკრების დანიასთან გოლით შთაგონებულ გამოსახულებებთან.
აღნიშნულ ამბავთან დაკავშირებით სკოტმაც გააკეთა განცხადება:
ასეთი მომენტები ყველას ეკუთვნის, ვინც ნაკრებს გულშემატკივრობს, ამიტომ ჩემი გოლის შოტლანდიურ ბანკნოტზე ნახვა წარმოუდგენლად განსაკუთრებული შეგრძნებაა. - სკოტ მაკტომინეი
შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა დანიასთან გამარჯვების შემდეგ (4:2) მსოფლიო ჩემპიონატის საგზური 1998 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა.
@heraldscotland https://t.co/XTDxXjoyXs
— The Herald (@heraldscotland) May 25, 2026