Belive

"საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის კარგი შანსი ექნება" - სტივ კლარკი

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ კლარკმა საქართველოსთან ჩატარებული მატჩი შეაჯამა.

საბოლოო ჯამში, თუ არ შეგიძლია თამაშის მოგება, მაშინ უნდა შეეცადო რომ არ წააგო, კვარაცხელია ძალიან კარგი მოთამაშეა და ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდა. ჩვენმა გუნდმაც კარგად ითამაშა და გამოავლიანა მზადყოფნა, საბოლოო ჯამში უკმაყოფილო არ ვართ შედეგით და თამაშით. მინდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ, რომ საქართველო კარგი გუნდია, ჩვენ ორჯერ ვეთამაშეთ და შევძელით გოლების გატანა, მიღებული შედეგით კი უკმაყოფილი არ უნდა ვიყოთ.

დამატებული წუთი ბევრი იყო, ამის გამომწვევ ფაქტორზე შოტლანდიის მთავარმა მწვრნელმა ისაუბრა

გუნდი ყოველთვის ცდილობს, რომ ანგარიში შეინარჩუნოს, ხშირად იწვნენ მინდორზე მეტოქე გუნდის მოთამაშეები და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ეს თანმდევი პროცესია. ყველა თამაშში მზად უნდა ვიყოთ, რადგან მეტოქე შეეცდება რომ მიაღწიოს სასურველ შედეგს და პროვოკაციებს არ უნდა წამოეგო

სტივ კლარკმა საქართველოზე და მათ შანსებზე ისაუბრა

ჩემი აზრით საქართველო მეოთხე კალათის საუკეთესო გუნდია და მესამე კალათაშიც საუკეთესო გუნდია, პლეიოფს ითამაშებთ და შანსი გექნებათ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის. ხვიჩა კვარაცხელიას სახით მეტი შანსი გექნებათ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ.

სხვა სტატიები