პსჟ ზაფხულში შემტევების დამატებას გეგმავს
პსჟ ზაფხულის მორიგ აქტიურ სატრანსფერო ფანჯარას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ლუის ენრიკეს გუნდმა გასულ სეზონში პრაქტიკულად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო და მიმდინარე სეზონშიც მსგავსი წარმატების გამეორებას უახლოვდება, პარიზელები შემადგენლობის გაძლიერებაზე უკვე მუშაობენ.
ბოლო წლებში გრანდიოზული ფინანსური ხარჯებით ცნობილი ფრანგული კლუბი სატრანსფერო პოლიტიკას მნიშვნელოვნად ცვლის. გუნდის ხელმძღვანელობა აქცენტს ახალგაზრდა და დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელებზე აკეთებს, ნაცვლად იმისა, რომ ასტრონომიული თანხები უკვე შემდგარ სუპერვარსკვლავებში გადაიხადოს.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, პარიზელთა მთავარი სამიზნეები ამ ეტაპზე იან დიომანდე და მათეუშ ფერნანდეში არიან. კლუბი მზადაა, ევროპული გრანდების სერიოზულ კონკურენციას გაუმკლავდეს, რათა ორივე ფეხბურთელი „პარკ დე პრენსზე“ გადაიყვანოს.
დიომანდეს სადებიუტო სეზონი ლაიფციგში შესანიშნავი გამოდგა. ახალგაზრდა ვინგერმა ბუნდესლიგაში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა, რითაც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ტალანტად იქცა. კოტ დიუარელი ფეხბურთელის პროგრესით არაერთი წამყვანი ევროპული კლუბია დაინტერესებული. განსაკუთრებით აქტიურ ინტერესს ლივერპული იჩენს.
🚨💣 PSG are reportedly targeting THREE €100M+ players this window.
— MatchGoal Central (@MatchGoaal) May 12, 2026
Julián Álvarez, Morgan Rogers and Yan Diomande all on the list. 💰
👉 Are PSG building a super team again or just overpaying talent? pic.twitter.com/x2x76alFnX
მათეუშ ფერნანდეშის ვესტ ჰემიდან წასვლა თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, მიუხედავად იმისა, დარჩება თუ არა ლონდონური კლუბი ინგლისურ ელიტაში.
„ჩაქუჩები“ ამჟამად სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციაზე იმყოფებიან და ტოტენჰემს ორი ქულით ჩამორჩებიან. თუ ვესტ ჰემი პრემიერ ლიგიდან გავარდება, კლუბის მოლაპარაკებების პოზიცია მნიშვნელოვნად დასუსტდება, თუმცა ხელმძღვანელობა მაინც იმედოვნებს, რომ ფეხბურთელში გასულ ზაფხულს გადახდილ 38 მილიონ ფუნტზე გაცილებით მეტის მიღებას შეძლებს.
ფერნანდეშის მიმართ ინტერესს ასევე მანჩესტერ იუნაიტედი იჩენს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის ინგლისური გრანდის პირველი არჩევანი არ არის.
პორტუგალიელი ნახევარმცველის ერთ-ერთი დიდი გულშემატკივარი ბრუნო ფერნანდეშია, რომელიც თანამემამულის შესაძლებლობებს საჯაროდ არაერთხელ აქებდა.
22 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში თავისი ტექნიკით, მოედნის ხედვითა და უნივერსალურობით გამოირჩევა, რის გამოც ევროპის რამდენიმე წამყვანი კლუბის ყურადღება მიიპყრო. პარიზში მიაჩნიათ, რომ ფერნანდეში იდეალურად ჯდება კლუბის ახალ სტრატეგიაში, რომელიც ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშეების დამატებას გულისხმობს.
🚨 Paris Saint-Germain are one of several clubs showing interest in Mateus Fernandes.
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) May 14, 2026
The midfielder has 𝗡𝗢 𝗥𝗘𝗟𝗘𝗔𝗦𝗘 𝗖𝗟𝗔𝗨𝗦𝗘 in his contract.
However, a summer exit is expected regardless of the division West Ham United compete in next season.
(Source:… pic.twitter.com/HCkWOZG3u3
დიდი შანსია, ზაფხულში ახალ გუნდებში ვიხილოთ გონსალო რამოში და ბრედლი ბარკოლა. შესაბამისად, შეტევის ხაზში ადგილები გათავისუფლდება. პარიზულ კლუბში მიაჩნიათ, რომ დიომანდე და მატეუში იდეალურად მოერგებიან ლუის ენრიკეს სათამაშო ფილოსოფიას — სწრაფი, ტექნიკური და მაღალი ინტენსივობის ფეხბურთელები, რომლებსაც მომავალში მსოფლიო დონის ვარსკვლავებად ჩამოყალიბების რეალური პოტენციალი აქვთ. შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს ასევე ხულიან ალვარესის დამატებაც სურს.