პსჟ სუპერტრანსფერისთვის ემზადება | მთავარი სამიზნე ფედერიკო ვალვერდეა
ცნობილი სპორტული ესპანური გამოცემა "Diario As" საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, კერძოდ საქმე მადრიდის რეალის ვიცე-კაპიტანს, ფედერიკო ვალვერდეს შეეხება.
ბოლო პერიოდში, 'სამეფო კლუბში' მომხდარი დაპირისპირების გამო, ფედერიკო ვალვერდე უკვე მესამე მატჩია გუნდის დახმარებას ვერ ახერხებს, მეტიც, იგი გუნდთან ერთად საერთოდ არ ვარჯიშობს და საკუთარ გუნდში მომხდარი ინციდენტებისა და არეული სიტუაციის გამო ძალიან უკმაყოფილოა, რის გამოც კლუბის დატოვება სურს.
ამ ყველაფრის პარალელურად კი, სატრანსფერო ბაზაზე ძალიან გააქტიურდა პსჟ, რომლებსაც ნახევარდაცვის გაძლიერება სურთ, ვინაიდან და რადგანაც, ძალიან აქტიურად იწერება, რომ ვიტინიას ტრანსფერისთვის 'სამეფო კლუბი' ყველაფერს გაიღებს, შესაბამისად შესაძლოა ეს ტრანსფერი შედგეს და ვალვერდე-ვიტინია გაიცვალონ.
🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: PSG have contacted Fede Valverde's closest circle, they want to sign him.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) May 14, 2026
Manchester City also held talks in the last, but a move was impossible back then.
— @diarioas pic.twitter.com/Rh4yJFDaS8
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, მადრიდის რეალის ბანაკში დიდი დაპირისპირება მოხდა, სადაც ერთმანეთს ფედერიკო ვალვერდე და აურელიან ჩუამენი დაუპირისპირდნენ, რომელიც ფიზიკური ძალადობით დასრულდა და ვალვერდემ თავის ტრავმა მიიღო.
რეალის ფეხბურთელმა ფედერიკო ვალვერდემ ორელიენ ჩუამენისთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ ვრცელი განცხადება გაავრცელა. ურუგვაელმა ნახევარმცველმა ყველა გულშემატკივარს გარკვევით აუხსნა მისი საავადმყოფოში ვიზიტის შესახებ და აღნიშნა, რომ მაგიდას ჩამოარტყა თავი, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო.
27 წლის ურუგვაელი ნახევარმცველი მადრიდის რეალში 2018/2019 წლებიდან თამაშობს, რა პერიოდშიც 371 მატჩი ჩაატარა და 41 გოლის გატანასთან ერთად, 44 საგოლე გადაცემაც შეასრულა.