Belive

ლუის ენრიკე: "ეს იყო ყველაზე ცუდი მატჩი"

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა1-ის ბოლო ტურში, უკვე ჩემპიონი პსჟ მეზობელ პარიზთან დამარცხდა (2:1). სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით, ეს შეხვედრა არაფერს წყვეტდა, თუმცა დერბი იყო და თანაც პარიზის მოედანზე. ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 58 წუთი გაატარა, დემბელემ კი მინდორი დისკომფორტის გამო დატოვა. პსჟ-ს მწვრთნელმა მატჩი მიმოიხილა.

ჩვენ ჩემპიონები ვართ და ვიცოდით, რამდენად რთული იქნებოდა ეს მატჩი. ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჩემი ფეხბურთელებისგან ბევრად მეტს ველოდი და დღევანდელი თამაში ძალიან ცუდი იყო. პირველი ტაიმი მიზნის, ამბიციისა და რიტმის გარეშე ჩავატარეთ.

აქ მატჩის მოგება რთულია და ვფიქრობ, ჩვენს ფეხბურთელებს მოტივაციის ეს ნაკლებობა უნდა დაეძლიათ და სხვაგვარად ეთამაშათ, ამიტომ ვარ ცოტა გაღიზიანებული და იმედგაცრუებული. ჩემი 3-წლიანი პერიოდის განმავლობაში ეს ყველაზე ცუდი მატჩი იყო.

დემბელეს ტრავმაზე: ვფიქრობ, ეს უბრალოდ დაღლილობაა, რასაც დღეს ვამბობ, მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ რამე სერიოზულია და არსენალამდე კიდევ ორი ​​კვირა დარჩა. - განაცხადა ლუის ენრიკემ

პსჟ-მ ჩემპიონატი 76 ქულით დაასრულა. პარიზელებმა გაიტანეს 74 და გაუშვეს 29 გოლი. ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელი უსმან დემბელე გახდა, საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე კი დეზირე დუე.

სხვა სტატიები