პსჟ-სა და ბაიერნის გაერთიანებული თერთმეტეული ლიზარაზუს ვერსიით
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა, ბიქსანტ ლიზარაზუმ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ, პარი სენ ჟერმენისა და ბაიერნის გაერთიანებული თერთმეტეული დაასახელა.
მსოფლიო ჩემპიონის სიმბოლურ გუნდში 6 ფეხბურთელი პსჟ-დან მოხვდა, 5 კი - ბაიერნიდან:
მეკარე - მანუელ ნოიერი
მცველები - აშრაფ ჰაკიმი, დაიო უპამეკანო, ვილიან პაჩო, ნუნო მენდეში
ნახევარმცველები - იოზუა კიმიხი, ჟოაუ ნევეში
თავდამსხმელები - მაიკლ ოლისე, უსმან დემბელე, ხვიჩა კვარაცხელია, ჰარი კეინი
დღეს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში პარი სენ ჟერმენი ბაიერნს უმასპინძლებს, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.
Vitinha sacrifié mais une doublette Kane-Dembélé : le onze idéal de Bixente Lizarazu avec les joueurs du PSG et du Bayern
— L'Équipe (@lequipe) April 28, 2026
➡️ https://t.co/AiW3gAuauQ pic.twitter.com/hzzOhyct2w