'მეგონა ეკრანი გამიფუჭდა' | პსჟ-ს მესამე ფორმამ ქომაგებში უკმაყოფილება გამოიწვია
19 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პსჟ-ს სეზონი რამდენიმე ტურნირზე უკვე აქტიურ ფაზაშია შესული, თუმცა კლუბი მხოლოდ ახლა ემზადება მიმდინარე სეზონის მესამე ფორმის წარსადგენად.
ის შავი ფერისაა, წითელი კანტებითა და დეტალებით, ცენტრში კი გასდევს მოცისფრო-მწვანე ვერტიკალური ზოლი, წყლის უგემოვნო ეფექტით.
პსჟ-ს მესამე ფორმა ნამდვილ ჩავარდნას ჰგავს (ქომაგთა კომენტარები)
მოდით, თვალებში ჩავხედოთ რეალობას - ის უბრალოდ საშინელებაა. საფეხბურთო ქომაგები (და, საზოგადოდ, მოდის მოყვარულები) ყოველთვის ცდილობენ დაარწმუნონ საკუთარი თავი, რომ ისეთი „ქულ“ ინსტიტუციისგან, როგორიც პსჟ-ია, გამოშვებული ნებისმიერი სამოსი აუცილებლად კარგია, თუმცა ეს მაისური უბრალოდ უშნოა. როგორც წესი, ვამბობთ ხოლმე, რომ ფორმის შეფასებამდე ის ჯერ ფეხბურთელებზე უნდა ვიხილოთ - ამ შემთხვევაში კი ძნელად წარმოსადგენია, რომ ამან რამე შეცვალოს.
წლევანდელ შესანიშნავ საშინაო და საგარეო ფორმებთან შედარებით, ეს ნამდვილი იმედგაცრუებაა. უბრალოდ ვიმედოვნოთ, რომ მოედანზე მას ხშირად არ გამოვაჩენთ.
„ეკრანი გაგიფუჭდათო“: ჩემს ტელევიზორს შუაში მატრიცა გაუფუჭდა თუ მართლა ასეთი ზოლი აქვს მაისურს?
„ბენზინის ლაქა“: წვიმიან ამინდში ასფალტზე დაღვრილ ბენზინს ჰგავს, სინათლეზე რომ აირეკლება.
"Jordan-ის ლოგოს უპატივცემულობა“: Nike-მა და Jordan-მა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, რამდენად შორს შეეძლოთ წასვლა - მაინც ყველაფერს იყიდიანო, მაგრამ ამჯერად ზღვარს გადასცდნენ.
„მოლოდინი vs რეალობა“: საშინაო ფორმა: ლუვრის მუზეუმი. მესამე ფორმა: ონკანის ჟანგიანი წყალი. - წერენ ფანები X-ზე