ლუის ენრიკე: ,,ის იყო ფეხბურთელი, რომელმაც სლოვანთან მატჩში ყველაზე მეტად გამაოცა''
3 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, სლოვან ბრატისლავასთან მოგებული მატჩი შეაფასა:
,,თითქმის ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ჩემპიონთა ლიგაზე პარკ დე პრენსის ატმოსფერო ყოველთვის გამორჩეულია. აქ ყოველთვის საოცარი გარემოა, მაგრამ ამ საღამოს ატმოსფერო მართლაც განსაკუთრებული იყო და გუნდმაც შესაბამისად უპასუხა.
ძალიან მომეწონა ის ინტენსივობა, რომლითაც მატჩი დავიწყეთ. ჩვენ წინააღმდეგ თამაში და დაცვა ძალიან რთულია, ამიტომ შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ.
ერთადერთი უარყოფითი გოლის გაშვებაა, მაგრამ მთლიანობაში, ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, ყველას აქვს ამ გუნდის რწმენა, განსაკუთრებით ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებსაც ესმით, რომ სეზონის განმავლობაში რთულ პერიოდებსაც გავივლით. თუმცა, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ აქ ვართ, რომ ეს ჩვენი ტურნირია და გვსურს, ასეც გაგრძელდეს.
დემბელე? ფეხბურთელი, რომელმაც დღეს ყველაზე მეტად გამაოცა, უსმანია!
რა ინტენსივობა იყო ბურთით თუ ბურთის გარეშე… ამის ყურება ნამდვილი სიამოვნებაა. ძალიან მსიამოვნებს მისი ყოველ დღე ხილვა იმავე ამბიციით, რასაც ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში აჩვენებს.'' - ლუის ენრიკე
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა სლოვან ბრატისლავა 6:1 დაამარცხა.
პსჟ მომავალ შეხვედრას კვირას, 13 სექტემბერს, ბრესტის წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება უშუალოდ ჩემპიონთა ლიგას, ლუის ენრიკეს გუნდი 14 ოქტომბერს მანჩესტერ სიტის ესტუმრება.
😍🗯️ "Le Dembélé que nous connaissons !"
— beIN SPORTS (@beinsports_FR) September 10, 2026
➡️ Luis Enrique se réjoui du retour au premier plan d’Ousmane Dembélé, saluant sa créativité, son pressing et son impact collectif !#PSGSLV pic.twitter.com/vLsmNPeKwm