პსჟ-ს ყველაზე გაყიდვადი მაისურები | ხვიჩა კვარაცხელია TOP 3-შია
პარიზული გამოცემა La Source Parisienne, რომელიც ახალ ამბებს პარი სენ-ჟერმენის შესახებ წერს დღეს პსჟ-ს იმ 3 ფეხბურთელის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთა ფორმებიც ყველაზე მოთხოვნადია და გულშემატკივრებიც უფრო ხშირად ყიდულობენ.
ალბათ არავისთვის გასაკვირი არ არის თუ ვიტყვით, რომ პირველ ადგილს ყველაზე გაყიდვადი მაისურების ჩამონათვალში უსმან დემბელე იკავებს. პირველ რიგში ის ფრანგი ფეხბურთელია და მეორეც ის მიმდინარე წლის საუკეთესოდ დასახელდა.
მეორე ადგილს პარი სენ-ჟერმენის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია იკავებს, რომლის მაისური ერთ-ერთი ყველაზე მოთხნოვადია პარიზული გუნდის გულშემატკივრებში. წყაროში წერია, რომ ქართველი ფეხბურთელი უსაზღვრო ზრდას განიცდის და მისი პოპულარობა პარიზელების გულებში სულ უფრო და უფრო იზრდება.
მესამე ადგილზე დეზირე დუეა, რომელიც პარიზელთათვის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია, ის დემბელეს მსგავსად ფრანგია და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.
🥈Le deuxième joueur le plus réclamé côté flocage par les supporters parisiens est Khvicha Kvaratskhelia !! Le géorgien fait une percée fulgurante, il monte de plus en plus dans le cœur des parisiens. #PSG #FLOCAGE pic.twitter.com/JGncB6res1
— La Source Parisienne (@lasource75006) October 3, 2025