Belive

ფერან ტორესმა ბარსელონასთან ერთად არ ივარჯიშა | ესპანელი პსჟ-ს უახლოვდება

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ესპანეთის ნაკრების გმირი, ფერან ტორესი, ოთხშაბათს ბარსელონას ვარჯიშზე უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ 26 წლის ფეხბურთელი, საკუთარ თანაგუნდელებთან ერთად, არ გამოცხადდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ტორესი პარი სენ-ჟერმენში გადასვლასთან ახლოსაა.

ტორესს, ბარსელონასთან კონტრაქტის ამოწურვამდე, მხოლოდ ერთი წელი დარჩა. კლუბიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა, კატალონიური კლუბის გულშემატკივრები გააღიზიანა. ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ტორესმა, ახალ გუნდში გადასვლის შესაძლებლობაზე, ირიბად ისაუბრა.

ბარსელონასთან კონტრაქტი მაკავშირებს, მაგრამ ფეხბურთში არასდროს იცი, რა მოხდება. ყოველთვის კარგია, როდესაც შენით ასეთი გუნდი (პსჟ) ინტერესდება. ფეხბურთში ყველაფერი ერთ წუთში შეიძლება, რომ შეიცვალოს - ამიტომ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. - აღნიშნა ფერანმა ერთ-ერთ ინტერვიუში

პსჟ-სთვის, ტორესის ტრანსფერი მნიშვნელოვანი დანამატი იქნება, რადგან გუნდმა, შეიძლება, ბრედლი ბარკოლა დაკარგოს. ტორესი ბარსელონაში 2022 წლიდან თამაშობს. მანამდე, ესპანელი ფეხბურთელი, ორი სეზონის განმავლობაში, მანჩესტერ სიტის ღირსებას იცავდა. 26 წლის ფეხბურთელს, ეროვნული ნაკრების მაისურით, 65 ჩატარებულ მატჩში, 25 გოლი აქვს გატანილი.

სხვა სტატიები