საფრანგეთის ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო თერთმეტეული ცნობილია
საფრანგეთის ლიგა 1-ის საუკეთესო თერთმეტეული ცნობილია. დაჯილდოებაზე სხვადასხვა ნომინაციებიც გათამაშდა, მთავარი პრიზი კი უსმან დემბელემ დაისაკუთრა, ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
სეზონის საუკეთესო თერთმეტეულში ვერ მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია, უნდა აღინიშნოს, რომ პარიზული კლუბიდან სიმბოლურ გუნდში 5 ფეხბურთელი ფიგურირებს. გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: რობინ რისერი (ლანსი)
მცველები: ვილიან პაჩო (პსჟ), მალანგ სარი (ლანსი), ნუნუ მენდეში (პსჟ), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ)
ნახევარმცველები: ვიტინია (პსჟ), კორენტინ ტოლისო (ლიონი), მამადუ სანგარე (ლანსი)
შემტევები: მეისონ გრინვუდი (მარსელი), ფლორიან ტოვინი (ლანსი), უსმან დემბელე (პსჟ)
LIGUE 1 XI OF THE SEASON IS HERE 👤⭐️ pic.twitter.com/kQitdwjzDQ
— Ligue 1 English (@Ligue1_ENG) May 11, 2026
აღსანიშნავია ისიც, რომ საუკეთესო მწვრთნელად ლანსის მთავარი მწვრთნელი პიერ საჟი დასახელდა, სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად კი დეზირე დუე.