Belive

პსჟ-ს სრულყოფილი დასასრული არ შედგა - ჩელსი მსოფლიო ჩემპიონია!

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პსჟ-თვის სეზონის იდეალური დასასრული არ შედგა. პარიზელების ბრწყინვალე სვლა ლონდონის ჩელსიმ შეაჩერა, რომელმაც ფინალში 3:0 გაიმარჯვა და ახალი ფორმატის შემოღების შემდეგ, საკლუბო მუნდიალის პირველი ჩემპიონია.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კოულ პალმერი გახდა. ინგლისელმა პირვველი ტაიმი საოცრად ჩაატარა და მაქსიმალური შეფასებაც დაიმსახურა ( 10/10 პირველი ტაიმის მიხედვით). პალმერმა ჯერ თავად შეასრულა დუბლი, შემდეგ კი საუცხოო პასით ჟოაუ პედრუს გაატანინა.

ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც კარში ერთხელ დაარტყა და სანჩესმა ამ ბურთის მოგერიება შეძლო. ხვიჩა 58-ე წუთზე ბარკოლამ შეცვალა, თუმცა თამაშის ხასიათს ამით არაფერი დატყობია. იმატა უხეშობამაც და ანგარიშიც პირველი ტაიმის შენარჩუნდა.

ამ შეხვედრით სეზონი ოფიციალურად დაიხურა, ევროპული გუნდები ახლა ცოტას დაისვენებენ და პრე-სეზონიც მალევე დაიწყება.

სხვა სტატიები