პსჟ-ს ლაზარეთი იზრდება | ფრანგულმა გრანდმა კიდევ ერთი ლიდერი დაკარგა
სეზონის სტარტზევე ტრავმების მხრივ, უმძიმესი მდგომარეობა აქვს ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონს - პსჟს, რომლებმაც ოქროს ბურთის მფლობელი - უსმან დემბელე, ასევე დეზირე დუე და ჟოაო ნევეში საკმაოდ დიდი ხნით დაკარგეს (მინიმუმ 2 თვე).
ამ ყველაფერს კი გუნდის კაპიტანი - მარკინიოსი დაემატა, რომელმაც ბარძაყის არეში, კერძოდ კი ოთხთავა კუნთზე მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მინიმუმ 3-4 კვირას იუქმებს.
🚨 BREAKING : Marquinhos est touché aux quadriceps et sera absent ces PROCHAINES SEMAINES 🤕
— Canal Supporters (@CanalSupporters) September 26, 2025
📈 Désiré Doué, Ousmane Dembele et João Neves poursuivent leur processus de récupération indique le point médical du PSG pic.twitter.com/ClwDZXYoML
ფრანგები ტრავმების ეპიდემიას, წინა სეზონში ურთულეს გრაფიკსა და წარმოუდგენელ დატვირთვას უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ გასულ სეზონში ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო, ზაფხულში კი მათ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი ითამაშეს, რის შემდეგაც ფეხბურთელებმა 10 დღე დაისვენეს და კვლავ კლუბში დაბრუნდნენ, თუმცა სეზონი ისე დაიწყეს, რომ წინასასეზონო მომზადება არ გაუვლიათ.