ისტორიული სეზონის შემდეგ ლანსს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ლიგა 1-ის ვიცე-ჩემპიონსა და საფრანგეთის თასის მოქმედ გამარჯვებულს, ლანსს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
ისტორიული წარმატების და დიდებული სეზონის შემდეგ, გუნდის მთავარი მწვრთნელი, პიერ საჟი პრემიერლიგურ კრისტალ პალასში დაინიშნა. მისი შემცვლელი გუნდში დინო ტოპმიულერი იქნება.
საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, კლაუს ტოპმიულერის ვაჟმა, ახალ გუნდთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.
საინტერესოა, რომ ტომას ტუხელის (პსჟ) და გერნო რორის (ნიცა), შემდეგ, დინო ტოპმიულერი 21-ე საუკუნეში მესამე გერმანელი მწვრთნელია, რომელიც ლიგა 1-ში იმუშავებს.
კარიერის განმავლობაში დინო ტოპმიულერს რამდენიმე წარმატებისთვის უკვე მიუღწევია. მათ შორის, 45 წლის სპეციალისტმა, რომელიც 16 წელია სამწვრთნელო საქმიანობით აქტიურადაა დაკავებული, ლუქსემბურგის დუდელანჟი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, ლაიფციგსა და მიუნხენის ბაიერნში იულიან ნაგელსმანის ასისტენტად იმუშავა და გასულ პერიოდში ფრანკფურტის აინტრახტს წვრთნიდა.
Connexion établie : Nouveau chapitre lancé 🛜#Toppmöller2028 pic.twitter.com/4tIjNAzjm1
— Racing Club de Lens (@RCLens) June 16, 2026