პორტუგალიის სუპერთასი ბენფიკამ მოიგო | რა შეფასება დაიმსახურა ქოჩორაშვილმა?
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ქართველ ფეხბურთელს, გიორგი ქოჩორაშვილის, ახალ კლუბში პირველი ტიტულის მოპოვების შანსი ჰქონდა. მისი სპორტინგი პორტუგალიის სუპერთასზე ბენფიკას შეხვდა - მატჩი წითლების გამარჯვებით 0:1 დასრულდა, შესაბამისად, 'სეზონის გამხსნელი' თასიც მათ დარჩათ.
პორტუგალიის მოქმედი ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში გიორგი ქოჩორაშვილი არ ყოფილა. ქართველი მოედანზე 69-ე წუთზე გამოვიდა, მაშინ როცა სპორტინგი უკვე აგებდა. მატჩის ერთადერთი გოლი ბენფიკას ბერძენმა თავდამსხმელმა, ვანგელის პავლიდისმმა 50-ე წუთზე გაიტანა.
მინდორზე გატარებული 20 წუთის განმავლობაში გიორგის ბურთთან 21 შეხება და 16-დან 13 ზუსტი გადაცემა ჰქონდა. მისი თამაში 6.5 ქულით შეფასდა.
🏆
— SL Benfica (@SLBenfica) July 31, 2025
🙌#Supertaça pic.twitter.com/80O8bxDCeM