Belive

მოურინიო: "რიუ ავემ მადლობა მსაჯს გადაუხადოს - ეს ჩემთვის წაგების ტოლფასია"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჟოზე მოურინიოს ბენფიკაში დიდი ხნის ნანატრი დაბრუნება ზეიმად უნდა ჩაითვალოს, თუმცა ის ნაცნობი სცენით დასრულდა - ჟოზემ მსაჯებთან იჩხუბა და გალანძღა, ბენფიკამ კი ვერ მოიგო.

ბენფიკამ რიუ ავეს უმასპინძლა და პირველ ტურში გადადებული მატჩში, ლისაბონელებმა 1:1 ითამაშეს. ამ მატჩში ჟოზეს დებიუტი შედგა და ნაცნობი სცენები დატრიალდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა პორტუგალიელმა თავკაცმა პირველი კომენტარი გააკეთა, რომელიც ასევე სკანდალური იყო, თუმცა ჩვენ მისგან ამ ყველაფერს უკვე მივეჩვიეთ.

"გოლი გავიტანეთ. თუ ეს ახალი ფეხბურთია, სადაც გოლები გამოირიცხება იმის გამო, რომ ერთი თითი მეორეს ეხება, მაშინ მე არ მომწონს ასეთი ფეხბურთი. მაგრამ ასეთი წესებია და ჩვენ უნდა შევეგუოთ.

ჩვენ ვაგრძელებდით ბრძოლას და საბოლოოდ გავიტანეთ გოლი, მაგრამ გავუშვით გოლი ისეთ მომენტში, როცა ამის არანაირი საჭიროება არ იყო. ეს ჩვენთვის წარმოუდგენლად უსამართლო და საშინელი შედეგია. ეს ზუსტად ის თამაში იყო, რაც რიუ ავეს სურდა და მსაჯმაც უპატიებელი შეცდომები დაუშვა.

ეს ფრე ჩემთვის წაგების ტოლფასია..." - ჟოზე მოურინიო

ბენფიკა შემდეგ მატჩს 26 სექტემბერს, ჟილ ვისენტეს წინააღმდეგ გამართავს, შემდეგ კი 30 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსის ესტუმრება.

სხვა სტატიები