Belive

კაზემირო: "ანჩელოტის ყოველ დღე ვთხოვ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ნეიმარი ჩვენთან ერთად იყოს"

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ნოემბერში ჩანიშნული ამხანაგური შეხვედრებისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, თუმცა ნეიმარი კვლავ ვერ მოხვდა ბრაზილიის შემადგენლობაში, მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე კი სულ რაღაც 8 თვეზე ნაკლები დრო დარჩა.

ბრაზილიის ნაკრები 15 ნოემბერს, ლონდონში, ემირეიტს-სტედიუმზე, სენეგალს შეხვდება, 18-ში კი ლილის სტადიონზე (საფრანგეთი) ტუნისს დაუპირისპირდება.

მანჩესტერ იუნაიტედისა და ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა კაზემირომ, მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატსა და ნეიმარზე ისაუბრა, რომელიც ნაკრებში უკვე 2 წელზე მეტია არ გვინახავს.

„ჩემთვის ნეიმარი შეუცვლელია ნებისმიერი ეროვნული ნაკრებისთვის. თუ ის ფორმაშია, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე. ნეიმარი სხვა სამყაროდანაა და მისი როლი ჩვენს ნაკრებში უდიდესი იქნება.

ამ საქმესთან დაკავშირებით ხშირად ვესაუბრები და ვთხოვ ანჩელოტის და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ნეიმარი მსოფლიოზე ჩვენთან ერთად იყოს...

ნეიმარი წარმოუდგენელია. ყოველდღიურად კარგად ვეცნობი მის ამბებს, ის ძალიან ბევრს შრომობს. ყველაფერი, რაც მან გააკეთა, დამთხვევა არ შეიძლება იყოს... ამას მხოლოდ ნიჭით ვერ მიაღწევ, საჭიროა შრომა და თავდადება." - კაზემირო

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. მას ეროვნულ ნაკრებში 128 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 79 გოლის გატანა შეძლო და ლეგენდარულ პელეს 2 გოლით უსწრებს.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მუნდიალი 11 ივნისს აიღებს სტარტს და 11 ივლისს დასრულდება.

სხვა სტატიები