Belive

"მჯერა, რომ კუბარსი და ლაპორტი რონალდუს გამკლავებას შეძლებენ" - დე ლა ფუენტე

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ლუის დელა ფუენტემ პორტუგალიასთან მომავალ დაპირისპირებაზე, კრიშტიანუ რონალდუს ფაქტორზე და საკუთარი გუნდის დაცვის ხაზზე ისაუბრა. მისი თქმით, კრიშტიანუ საშიშია, მაგრამ კუბარსის და ლაპორტს ენდობა.

კუბარსი კრიშტიანუს წინააღმდეგ? რონალდუსთან თამაშისას ვერასდროს იქნები მშვიდად, ისევე როგორც ლამინის ან ოიარსაბალის შემთხვევაში. თუმცა, ჩემი ფეხბურთელების მიმართ აბსოლუტური ნდობა მაქვს. გეგმა მეტოქის ჯობნაა, განსაკუთრებით საჯარიმო მოედანთან ახლოს. კუბარსი და ლაპორტი განსაკუთრებულები არიან და ნებისმიერი მეტოქის დაჯაბნა შეუძლიათ. ეს ბრძოლაა და ვნახავთ, ვინ უფრო მეტად შეძლებს თავისი თამაშის მოხვევას. - განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ

ესპანეთისა და პორტუგალიის შეხვედრა დღეს 23:00 საათზე იქნება. ამ შეხვედრაში მოგებული გუნდი მეოთხედფინალში აშშ-სა და ბელგიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები