Belive

პირველი უკრაინელი ლიონის ისტორიაში - რომან იარემჩუკი საფრანგეთში ითამაშებს

20 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

უკრაინის ეროვნული ნაკრების 30 წლის ფორვარდი - რომან იარემჩუკი სეზონის ბოლომდე ლიონში ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას ლიგა 1-ის საიტი ავრცელებს და თანაც რაც ყველაზე საინტერესოა, იარემჩუკი ლიონის ისტორიაში პირველი უკრაინელი ფეხბურთელია, რომელიც ამ კლუბის მაისურს მოირგებს.

იარემჩუკი ბოლოს ოლიმპიაკოსის ღირსებას იცავდა, იქამდე კი მას: დინამო კიევში, გენტში, ბენფიკაში, ბრიუგესა და ვალენსიაში უთამაშია, ახლა კი ლიონში ჩაირიცხა და საფრანგეთის ჩემპიონატში პირველად ითამაშებს.

რომან იარემჩუკი უკრაინის ნაკრების ღირსებას 2018 წლიდან იცავს, რა პერიოდშიც 65 მატჩი ჩაატარა და 17 გოლის გატანა შეძლო.

რაც შეეხება ლიონს, მიუხედავად უმძიმესი ფინანსური მდგომარეობისა, კლუბი ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება - მათ ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველ პოზიციაზე დაასრულეს, საფრანგეთის თასის 1/8-ფინალშიც არიან და საფრანგეთის ჩემპიონატში მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან.

ლიონს უკვე ბოლო 13 შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ 1 მარცხი აქვს და დანარჩენი 12 კი მოგება...

რომან იარემჩუკის დებიუტი 4 თებერვალს საფრანგეთის თასზე შედგება, სადაც ლიონი 1/4-ფინალში გასასვლელად ლავალს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები