Belive

ბუკაიო საკა: "ვიცით, რომ საუკეთესოდ არ ვთამაშობთ, მაგრამ მთავარი შედეგია"

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის არსენალის ერთ-ერთი ლიდერი, ბუკაიო საკა ბრაიტონთან (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარს აკეთებს და გუნდის სათამაშო ხარისხსა და შედეგებზე საუბრობს.

"ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. თამაშის დროს გულშემატკივრებისგან უეცრად ზეიმი გავიგეთ, ამიტომ წარმოვიდგინე, რომ მანჩესტერ სიტის მატჩში ყველაფერი ჩვენთვის კარგად წარიმართა. ახლა ჩვენ საკუთარ თავზე ვართ კონცენტრირებულნი.

ეს მატჩი სათამაშო ხარისხის თვალსაზირისით არაფრით გამორჩეული არ გახლდათ. ჩვენ საუკეთესოდ არ გვითამაშია, მაგრამ ზოგჯერ მთავარი შედეგია", - ამბობს ბუკაიო საკა.

ინგლისის პრემიერ ლიგას ლონდონის არსენალი ლიდერობს და მანჩესტერ სიტისთან 7-ქულიანი უპირატესობა აქვს, პეპ გვარდიოლას გუნდს კი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სხვა სტატიები