Belive

დოკუ: "არსენალს მოვუგებთ და პრემიერ ლიგის ბედი ჩვენს ხელში იქნება"

2 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

პრემიერ ლიგაში ძალიან საინტერესო უქმეები გამოვიდა - ჩემპიონატის მთავარმა ლიდერმა არსენალმა, საკუთარ კედლებში ბორნმუთთან უმნიშვნელოვანესი მატჩი დათმო (1:2) და ჩემპიონობისთვის ბრძოლა უკიდურესად დაიძაბა.

თავის მხრივ უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო სიტიმ, რომელმაც ლონდონში ჩელსი 0:3 დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლაში პირველადგილოსან არსენალთან სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა.

ჩელსისთან გამარჯვების შემდეგ, მანჩესტერ სიტის ბელგიელმა შემტევმა - ჟერემი დოკუმ პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაზე და არსენალთან უპრინციპულეს მატჩზე ისაუბრა.

"უკვე ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ საკუთარ თავში რწმენას ვკარგავდით პრემიერ ლიგის ჩემპიონობაზე, თუმცა არსნელმა წააგო, ჩვენ კარგ ფორმაში შევედით და ახლა ყველაფერი ახლიდან იწყება.

მომავალ კვირას არსენალის წინააღმდეგ დიდი თამაში გველის, სწორედ ამ თამაშში შესაძლოა გადაწყდეს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებულის ბედი, თუმცა ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ არსენალს მოვუგებთ და პრემიერ ლიგის ბედი ჩვენს ხელში იქნება, მხოლოდ ჩვენს თავზე ვიქნებით დამოკიდებულები.

ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ ახლა, თუ ამ თამაშს მოვიგებთ, ეს არსენალისთვის დიდი დარტყმა იქნება. თუ ამ თამაშს წავაგებთ, თითქმის გარანტიტებული იქნება, რომ არსენალი ჩემპიონი გახდება.

ჩვენ უნდა მოვიგოთ, რადგან ჩვენი დიდი სურვილია, რომ ყველაფერი ჩვენზე იყოს დამოკიდებული...

მოკლედ დიდი ბრძოლა იქნება შემდეგ მატჩში, ჩვენ ჩემპიონობა გვსურს და ამისი გვჯერა..." - ჟერემი დოკუ

პრემიერ ლიგის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი, არსენალი კი ძალიან კარგ შანსებს ანიავებს. გასული ტურის წინ, არსენალსა და მეორეადგილოსან სიტის შორის სხვაობა 9 ქულიანი იყო, თუმცა ლონდონელებმა თასებიდან გამოვარდნის შემდეგ ფაქტია, რომ ძალიან აურიეს და თამაშის ხარისხს მოუკლეს, რაც სამწუხაროდ არსენალისგან გასაკვირი ნამდვილად აღარ არის...

ამ ყველაფერს კი ართულებს კიდევ ერთი ფაქტი, რომ მანჩესტერულ გრანდ არსენალთან შედარებით, ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული - შესაბამისად, თუ სიტიმ არსენალს მოუგო და შემდეგ გამოტოვებული თამაშიც მოიგო, ქულები თანაბრდება და ჩემპიონის ბედი ბურთების სხვაობით უნდა გადაწყდეს.

სიტისა და არსენალის უპრინციპულესი დაპირისპირება 19 აპრილს 'ეტიჰადზე' შედგება. სეზონის ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მატჩი თბილისის დროით 19:30 საათზე აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები