Belive

პსჟ-ს შეტევაში ბარკოლა დააკლდება | ფრანგის ტრავმა საკმაოდ მძიმეა

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და პსჟ-ს 23 წლის შემტევმა - ბრედლი ბარკოლამ, ჩელსისთან დაპირისპირებისას ტრავმა მიიღო, რომელიც როგორც აღმოჩნდა საკმაოდ მძიმეა და იგი მოედანზე 1 თვე ვერ ითამაშებს.

ის დაშავდა ბრაზილიელი ფორვარდის - ჟოაო პედროს უხერხული თამაშის შედეგად, ჩელსისთან 3-0 მოგებულ მატჩში.

ოთხშაბათს, პსჟ სამშობლოში დაბრუნდა და ბარკოლას სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა. ჩატარებულმა ტესტებმა დიაგნოზი დაადასტურა და იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდა მოვლენები, რეაბილიტაცია მინიმუმ ერთ თვემდე გაგრძელდება.

საფრანგეთი 23 წლის ფეხბურთელის გარეშე იქნება მომავალ კვირას შეერთებულ შტატებში გასამართ ტურნეზე, სადაც 'მამლები' ბრაზილიასთან 26 მარტს და კოლუმბიასთან 29 მარტს ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

პსჟ მის გარეშე იქნება ლიგა 1-ის შემდეგი მინიმუმ სამი მატჩის განმავლობაში, ნიცასთან, ტულუზთან და ლანსთან, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალური მატჩების დროს, რომელიც 7/8 აპრილს და 14/15 აპრილს არის დაგეგმილი.

სხვა სტატიები