მიკა რიჩარდსმა პსჟ-სა და არსენალის გაერთიანებული თერთმეტეულის კაპიტნად კვარაცხელია აირჩია
ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილ მცველს, მიკა რიჩარდსს, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე პარი სენ ჟერმენისა და არსენალის გაერთიანებული თერთმეტეულის დასახელება სთხოვეს.
რიჩარდსის რჩეულთა შორის 7 ფეხბურთელი პსჟ-დანაა, 4 კი - არსენალიდან:
მეკარე - რაია
მცველები - ნუნუ მენდეში, ჰაკიმი, პაჩო, გაბრიელი
ნახევარმცველები - ჟოაო ნევეში, რაისი, ვიტიანია
თავდამსხმელები - კვარაცხელია, საკა, დემბელე
ინგლისელს არჩევნის გაკეთება კვარაცხელიასა და მარტინელის შორის მოუწია, თუმცა პასუხზე არც კი დაფიქრებულა:
ყოველგვარი ეჭვის გარეშე - კვარაცხელია! ის ახლა ევროპაში უდავოდ საუკეთესო გარემარბია.
მიკა რიჩარდსმა სიმბოლური გუნდის კაპიტნადაც კვარაცხელია აირჩია:
კაპიტნად კვარაცხელიას ვირჩევ. ის დღეს ერთადერთია, ვინც მეტოქეს უმარტივესად უმკლავდება და ამავდროულად ამით ერთობა... ამასთანავე, ეფექტურია და მომენტის დასრულებაც უმაღლეს დონეზე შეუძლია. ის უბრალოდ ფანტასტიკურია, მოედანზე აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს. კვარაცხელია ჩემი კაპიტანია!
პსჟ-სა და არსენალს შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი შაბათს, ბუდაპეშტშტი, პუშკარ არენაზე გაიმართება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.