Belive

პირველი შეთავაზება შედგა - ნკუნკუს ბაიერნში თამაში სურს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩელსის ფრანგ შემტევს კრისტოფერ ნკუნკუს გუნდში დარჩენა აღარ სურს. 27 წლის ფეხბურთელმა სოციალური ქსელებიდან მათთან დაკავშირებული ყველა ფოტო თუ აქტივობა წაშალა, რადგან იგი ლონდონში თავს ბედნიერად ვეღარ გრძნობს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კრისტოფერ ნკუნკუს კლუბის დატოვება სასწრაფოდ სურს, რადგან ახალი სეზონიდან ახალ კლუბში თამაში უნდა - ამ ყველაფერს კი ბაიერნის პირველი შეთავაზება დაემატა, რითიც ფრანგი ფორვარდი კმაყოფილია და მას ძალიან სურს, რომ მიუნხენურ გრანდში თუნდაც სათადარიგოთა სკამისთვის გადავიდეს, რადგან ჰარი კეინის შეცვლა შეუძლებელი იქნება...

ბაიერნში გადასვლა თავად ფრანგს იმიტომაც სურს, რომ მას ბუნდესლიგაში თამაშის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს - იგი 4 სეზონის განმავლობაში ლაიფციგის ღირსებას იცავდა, სადაც 172 ჩატარებულ მატჩში 70 გოლის გატანა და 56 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

საინტერესოა შედგება თუ არა ფრანგი ფორვარდის ტრანსფერი მიუნხენის ბაიერნში, თუმცა ცხადია, რომ ორივე კლუბი დაინტერესებულია ფეხბურთელის შეძენა/გაყიდვით.

სხვა სტატიები