იამალმა ვარჯიში განაახლა და 2026 წლის მუნდიალისთვის მზად იქნება
2026 წლის აპრილის ბოლოს, 18 წლის სუპერვარსკვლავმა - ლამინე იამალმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მისთვის საკლუბო სეზონი ოფიციალურად დასრულდა და მიზანი 2026 წლის მუნდიალისთვის ფორმაში შესვლა იყო.
როგორც ჩანს, ყველაფერი დაგეგმილზე უკეთ მიმდინარეობს და ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლამინ იამალმა ბალახზე ვარჯიში და სპორტდარბაზში აღდგენითი პროცესები უკვე დაიწყო. მისი მიზანი. რა თქმა უნდა ერთადერთია - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადყოფნა.
🚨 𝗡𝗘𝗪: Lamine Yamal has started training on grass and working in the gym.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) May 5, 2026
His goal is to be ready for the World Cup.
— @santiovalle pic.twitter.com/ZKgPHIIBsP
დადასტურებული ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელმა, მარცხენა ფეხის უკანა კუნთი გაიწყვიტა, რის გამოც მისთვის მიმდინარე სეზონში საკლუბო ფეხბურთი ოფიციალურად დასრულდა, თუმცა კარგი ცნობებია იმის შესახებ, რომ იამალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად იქნება.
მიმდინარე სეზონში იამალის ანგარიშზე ბარსელონას მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში 24 გოლი და 18 საგოლე გადაცემაა - სწორედ ამ სტატისტიკით დაასრულა მან მიმდინარე საკლუბო სეზონი.
ესპანეთის ნაკრები მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და ისინი ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობას 15 ივნისს კაბო ვერდესთან დაიწყებენ, 21 ივნისს საუდის არაბეთს შეხვდებიან, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 27 ივნისს ურუგვაისთან დაასრულებენ.