კუნდემ და რაფინიამ ვარჯიშები გამოტოვეს | რა ხდება ბარსელონას ლაზარეთში 'ელ კლასიკოს' წინ
ახალი სეზონის პირველი 'ელ კლასიკო' 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:15 საათზე გაიმართება.
წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და პრინციპული მატჩის წინ, ბარსელონას ლაზარეთში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელია, 2 მოთამაშის, კერძოდ - ჟიულ კუნდესა და რაფინიას ტრავმის მდგომარეობა დადებითი დინამიკით მიმდინარეობდა და ორივე მათგანმა ხუთშაბათს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა, თუმცა დღეს, 24 ოქტომბერს ისინი ტრავმებმა შეაწუხეს და დილის ვარჯიში გამოტოვეს, რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ'ელ კლასიკოს' გამოტოვებენ.
🚨 𝗝𝗨𝗦𝗧 𝗜𝗡: Jules Kounde is now a doubt for the Clásico, as he has missed 2 training sessions in a row.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) October 24, 2025
— @sport pic.twitter.com/zaEtTUDsxg
🚨⚠️ Raphinha left today’s training session after good feelings yesterday to get the green light.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 24, 2025
He’s expected to miss El Clásico after new physical issues felt today, reports @gerardromero. pic.twitter.com/N8cQBmEgrD
უკვე ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ბარსელონას 'ელ კლასიკოში': ჟოან გარსია, გავი, რობერტ ლევანდოვსკი, დანი ოლმო და მარკ-ანდრ ტერ შტეგენი გამოაკლდება.
რამდენიმე საათის წინ კი დაიწერა, რომ ფეხბურთელები, რომლებსაც სამედიცინო შტაბმა თამაშზე მწვანე შუქი აუნთო, კვლავ ტრავმირებულები არიან და ვარჯიშის შემდეგ ტკივილები იგრძნეს, რის გამოც სავარაუდოდ 'ელ კლასიკოს' გამოტოვება რაფინიასა და ჟიულ კუნდეს მოუწევთ.
9 განვლილი ტურის შემდეგ, ლა ლიგას 24 ქულით რეალი ლიდერობს, მეორე პოზიციას კი 22 ქულით ბარსელონა იკავებს - ასე და ამგვარად, ბარსელონას გამარჯვების შემთხვევაში, პირველ ადგილზე კატალონიური კლუბი გადავა, რეალის მოგების შემთხვევაში კი სხვაობა 5 ქულამდე გაიზრდება.