Belive

პეტი: ,,შეუძლებელია, ბარსელონამ ასეთი დაცვით ჩემპიონთა ლიგა მოიგოს''

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ემანუელ პეტიმ, ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიის ბარსელონას შანსები შეაფასა:

,,ბარსელონაში ყველაფერი დიდწილად იამალზეა დამოკიდებული. გუნდს მსოფლიო დონის ფეხბურთელები არ ჰყავს.

შეუძლიათ თუ არა ჩემპიონთა ლიგის მოგება ასეთი დაცვით? აბსოლუტურად არა! შეუძლებელია, ისინი ბევრ გოლს უშვებენ. ეს ინტერთან ნახევარფინალურ მატჩებშიც ვნახეთ. როგორ შეიძლება ნახევარფინალში 7 გოლის გაშვება? იტყვით: ,,კი მაგრამ, მათ 6 გაიტანეს...'' თუმცა, თუ იამალს გამოაკლებთ, რა დარჩება ბარსელონას? მათი შეტევა კარგია, მაგრამ დაცვა არა. ეს კაზინოს ჰყავს, ყველაფერი იამალზე დადეს.

იამალს ჩემპიონთა ლიგის მოგება დამოუკიდებლად არ შეუძლია. მესის დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მეეჭვება, მას ჩემპიონთა ლიგა ხავის, ინიესტას ან პუიოლის გარეშე მოეგო.'' - ემანუელ პეტი

ჩემპიონთა ლიგის 5 ტურის შემდეგ, ბარსელონას 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-18 პოზიციაზეა. კატალონიური გუნდი ევროტურნირის მომავალ შეხვედრას 9 დეკემბერს, აინტრახტის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები