Belive

პერე გვარდიოლა: "თუ ბაიერნი მიჩელს შემოთავაზებას გაუგზავნის, მიუნხენში მანქანით წავიყვან"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ჟირონას" აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელმა, პერე გვარდიოლამ გუნდის მთავარი მწვრთნელის, მიჩელის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ მის დანიშვნასთან დაკავშირებით მიუნხენის "ბაიერნი" რეალურად დაინტერესდება, მაშინ ტრანსფერს ხელს თავად შეუწყობს.

"ბაიერნი"? იმ შემთხვევაში, თუ მიუნხენელები მიჩელს რეალურ წინადადებას გამოუგზავნიან, მე მას გერმანიაში თავად წავიყვან.

მან დაიმსახურა, რომ საკუთარი მომავალი თავად განკარგოს. ჩვენ მისი ძალიან მადლიერები ვართ.

თუ უმაღლესი დონის გუნდი წინადადებით მოვა, ის თავისუფალი იქნება", - თქვა ესპანელმა მენეჯერმა.

კატალონიური გუნდი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. გუნდს ლა ლიგაში 19 ტურის და პირველი წრის შემდეგ 48 ქულა აქვს დაგროვებული და პირველ პოზიციას მადრიდის "რეალთან" ინაწილებს.

სხვა სტატიები