გორდონმა 4 ტურში უკვე შარშანდელი პრემიერ ლიგის შედეგი გააუმჯობესა
ენტონი გორდონმა, ლა ლიგაში, უკვე მე-4 საგოლე გადაცემა შეასრულა, რითაც 2025/26 წლების პრემიერ ლიგის მთლიანი სეზონის შედეგი გააუმჯობესა. ინგლისელი ფეხბურთელის ანგარიშზე, გასულ წელს, პრემიერ ლიგის 26 შეხვედრაში, 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემა იყო, მაშინ როდესაც, ლა ლიგის ახალ სეზონში, კატალონიელთა ახალწვეულის ანგარიშზე, 1 მატჩში, საშუალოდ, 1 საგოლე გადაცემაა. ბარსელონამ გუშინ "მესტალიაზე" ვალენსიას უმასპინძლა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით, 0:5 დაამარცხა. გორდონმა, ბარსას მეორე გოლში მიიღო მონაწილეობა, როდესაც საჯარიმოში შესულმა, ფერმინ ლოპესს გაატანინა.
ინგლისელმა, ლა ლიგის პირველ ოთხ მატჩში გაკეთებული ოთხი საგოლე გადაცემით, სესკ ფაბრეგასისა და ლუის სუარესის შედეგი გაიმეორა. გარდა ამისა, მიმდინარე სეზონში, ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი, რაფინია და გორდონი არიან. უკანასკნელად, ბარსელონა ამ ორ კომპონენტში ლა ლიგის ლიდერი 2019 წელს იყო. მაშინ ყველაზე მეტი გოლისა და საგოლე გადაცემის ავტორი ლეო მესი იყო. მატჩის დასრულების შემდეგ, შეხვედრა, ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმაც შეაფასა.
ჩვენ შესანიშნავად, თითქმის იდეალურად ვითამაშეთ. თამაშს ვაკონტროლებდით და დომინატურებიც ვიყავით. ამ ეტაპზე, სუფთა ცხრიანის პოზიცაზე მოთამაშე არ გვყავს, მაგრამ თამაშის ხარისხით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ გუნდში ყველას შეუძლია გოლების გატანა. - ჰანსი ფლიკი
ენტონი გორდონი, ბარსელონაში გადასვლის შემდეგ, ძალიან ბედნიერია. ინგლისელ ფესხბურთელს ეს თავადაც არაერთხელ აღუნიშნავს. მისი ეს განწყობა თამაშის ხარისხზეც მეტყველებს. რაც შეეხება საგოლე გადაცემებს, შარშანდელ სეზონში, ყველა ტურნირზე, ნიუკასლის მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში, ინგლისელს 5 ასისტი ჰქონდა. ახლა კი, 4 შეხვედრაში უკვე 4 საგოლე გადაცემა აქვს და ბარსელონას დომინანტური თამაშისა და სატურნირო ცხრილში ლიდერობის, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.
🚨| 𝐉𝐔𝐒𝐓 𝐈𝐍: Anthony Gordon with Newcastle last season: 46 matches, 5 assists.
— forblaugrana (@forblaugrana) September 7, 2026
With Barcelona this season: 4 matches, 4 assists 🔥 pic.twitter.com/0tA9EUaPS6