Belive

„ეს რიცხვები ჩემთვისაც კი წარმოუდგენელია“ - ბუკმეიკერების აზრით კეინი ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტია

21 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

„ოქროს ბურთის“ მოგების მთავარ ფავორიტად ბუკმეიკერები ჰარი კეინს მიიჩნევენ. გამარჯვების შემთხვევაში ის პირველი ინგლისელი ფეხბურთელი გახდება მაიკლ ოუენის შემდეგ, რომელმაც პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო მოიგო. ოუენმა ეს მიღწევა 2001 წელს შეძლო.

კეინის შანსებს განსაკუთრებით ამყარებს გასულ სეზონში საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე გატანილი 73 გოლი. ამ მაჩვენებლით ინგლისელმა გადაასწრო კრიშტიანუ რონალდუს კარიერის საუკეთესო, 69-გოლიან შედეგს, რომელიც პორტუგალიელმა 2013 კალენდარულ წელს დაამყარა.

„რა თქმა უნდა, ძალიან ამაყი ვარ იმ სეზონით, რომელიც ჩავატარე. ახლა ჩემზე აღარ არის დამოკიდებული არაფერი, გადაწყვეტილება ამომრჩევლებზე და იმ ადამიანებზეა, რომლებიც გამარჯვებულს განსაზღვრავენ“ - ჰარი კეინი

ინგლისელმა თავდამსხმელმა ასევე აღიარა, რომ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ეპოქაში გაზრდილს, მათი სტატისტიკა თითქმის მიუწვდომელ ნიშნულად მიაჩნდა.

„თვალს ვადევნებდი მესისა და რონალდუს იმ ეპოქას, როდესაც ისინი წლიდან წლამდე უპირობოდ დომინირებდნენ“ - ჰარი კეინი

გასული სეზონი კეინისთვის ინდივიდუალურად გამორჩეული იყო, თუმცა ინგლისელი უკვე ახალ სეზონზეა გადართული. 

სხვა სტატიები