რონალდუ და მესი ერთ გუნდში - ტევესის გამოსამშვიდობებელი მატჩი შესაძლოა ისტორიული გამოდგეს
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კარლოს ტევესმა ფეხბურთის გულშემატკივრებს ძალიან საინტერესო და სასიხარულო ამბავი აცნობა - კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი ერთ გუნდში ითამაშებენ.
„Foot Mercato“-ს ინფორმაციით, 2026 წლის დეკემბერში კარლოს ტევესის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება, სადაც ფეხბურთის გულშემატკივრებს შესაძლოა მესი და კრიშტიანუ რონალდუ პირველად იხილონ ერთ გუნდში
„ყოველთვის ვოცნებობდი, რომ კრიშტიანუ და ლეო ერთ გუნდში მენახა. ისინი ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელები არიან. ორივეს დავუკავშირდი. მინდა, რომ მათი ერთ გუნდში თამაშს ერთხელ და სამუდამოდ მთელმა მსოფლიომ უყუროს.“ - კარლოს ტევესი
𝐌𝐄𝐒𝐒𝐈 𝐀𝐍𝐃 𝐑𝐎𝐍𝐀𝐋𝐃𝐎 𝐓𝐎 𝐏𝐋𝐀𝐘 𝐅𝐎𝐑 𝐓𝐇𝐄 𝐒𝐀𝐌𝐄 𝐓𝐄𝐀𝐌? 😍😲
— 433 (@433) September 5, 2026
Carlos Tevez will hold his farewell match in December and has invited both Lionel Messi & Cristiano Ronaldo, according to TyC Sports. 👀📩
Tevez played 80 games alongside Cristiano at Man… pic.twitter.com/ACVhfHSg92
კარლოს ტევესმა ტელევიზიასთან საუბრისას ასევე აღნიშნა:
„რონალდომ თანხმობა განაცხადა და მითხრა, რომ აუცილებლად ითამაშებს. ლეოს დარწმუნებაც რთული არ ყოფილა. ორივე დამთანხმდა და ძალიან აღელვებული ვარ. ეს მატჩი ძალიან ემოციური იქნება.“ - კარლოს ტევესი