დემბელეს სამეული - ვინ დაასახელა ფრანგმა "ოქროს ბურთის" მთავარ ფავორიტად?
3 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? - წელს ამ ნომინაციას ერთი გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს, რადგან უმაღლესი კლასის ფეხბურთელებმა, თითქოს, გაინაწილეს ტურნირები, სადაც თავი გამოიჩინეს. მაგალითად: კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო იყო, თუმცა ქართველს მსოფლიო ჩემპიონატზე არ მიუღია მონაწილეობა, სადაც კილიან მბაპემ რეკორდები დაამყარა, ფრანგი ყველა იმ ტურნირის ბომბარდირიც გახდა, სადაც ითამაშა. დიდებული სეზონი ჰქონდა ჰარი კეინსაც - ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებული და კვარას თანაგუნდელი, უსმან დემბელე, საკუთარ პოზიციას გვიზიარებს.
ამ თემაზე ბევრი საუბარია. ამბობენ, რომ წელს ოქროს ბურთი, თითქოს, ყველასთვის ხელმისაწვდომია, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და ასე შემდეგ... თუმცა ვნახოთ, დაველოდოთ რა მოხდება.
მე არ ვფიქრობ, რომ ამ ჯილდოს ბედი გაურკვეველია - მჯერა, რომ ოქროს ბურთი კვლავ პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელის ხელში დარჩება.
საფრანგეთის სახელით ხმის მიცემის უფლება რომ მქონოდა, ჩემს საუკეთესო სამეულში... პირველ ადგილზე კვარა... არა, თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს: კვარა, ჰარი კეინი, რომელსაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მართლაც ძალზედ შთამბეჭდავი იყო. ასევე დავასახელებდი მბაპეს. საკუთარ თავს კი არასდროს ვრთავ ასეთ სიებში - საკუთარ თავს ხმას არასდროს ვაძლევ. ჩემი მხრიდან საკუთარი თავისთვის ხმის მიცემა არასწორი იქნებოდა.
- უბრალოდ თავმდაბალი ხართ თუ...?
- დიახ, სწორედ ასეა.
ლიონელ მესი? არა, ვფიქრობ, კვარა და ჰარი კეინი. სხვა კანდიდატებიც მრავლად არიან: მაგალითად, მაიკლი (ოლისე), რომელიც წარმოუდგენელ სეზონს ატარებს და ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშეა, ლამინ იამალი... კიდევ ვინ? ბევრია, თუნდაც ფაბიან რუისი ან ვილიან პაჩო. იმედი მაქვს, მას წელს ყურადღება არ მოაკლდება, რადგან ამას ნამდვილად იმსახურებს. - ამბობს დემებელე L'Équipe-სთან ინტერვიუში