რატომ არ ათამაშა ხვიჩა კვარაცხელია? ლუის ენრიკეს პასუხი
6 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პსჟ-სა და სლოვანის მატჩის შემდეგ, ჟურნალისტმა ლუის ენრიკეს ჰკითხა, რატომ დარჩა ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე:
,,მხოლოდ ერთი ადამიანია, ვინც სასტარტო შემადგენლობას ირჩევს. ამ მატჩისთვის საუკეთესო ფეხბურთელებს ვეძებდი...
კვარა და დუე? ისინი საოცარი მოთამაშეები არიან. ჰო, რა თქმა უნდა, როცა კვარაცხელია მოედანზეა, ეს ძალიან კარგია ჩვენთვის, მწვრთნელებისთვის.
კვარას წელს ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. მაგრამ ასევე დემბელეს, ვიტინიას, ფაბიანსა და სხვებსაც.
როცა დემბელემ გაიტანა, ტრიბუნები ,,უსმან ბალონ დ'ორ-ს'' სკანდირებდა, ეს არის სიმღერა, რომელიც მომავალში, შესაძლოა, პსჟ-ს სხვა ფეხბურთელზეც ვიმღეროთ. ცხრა მოთამაშის ნომინაცია ჩვენთვის მოტივაციაა და აჩვენებს, თუ რა არის პსჟ.'' - ლუის ენრიკე
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში პარი სენ ჟერმენმა სლოვან ბრატისლავას უმასპინძლა და 6:1 დაამარცხა.
ლუის ენრიკემ როტაციას მიმართა და გუნდის რამდენიმე ლიდერი, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია, დეზირე დუე, ჟოაო ნევეში და მარკინიოსი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
❤️💙🏆🇪🇺 Luis Enrique : "Pourquoi Désiré Doué et Khvicha Kvaratskhelia sont-ils restés sur le banc de touche ? Il y a une seule personne qui choisit les titulaires. J’ai cherché les meilleurs joueurs pour ce match. Mais ce sont deux joueurs incroyables. Kvara peut gagner le… pic.twitter.com/BBXZhl6vcT
— Paris No Limit (@Xparisnolimit) September 9, 2026