პატრის ევრამ MMA-ში დებიუტი დააანონსა და სასურველი მეტოქეც დაასახელა
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფრანგმა ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ MMA-ში თავისი დებიუტის შესახებ დააანონსა. ამის შესახებ 43 წლის ვეტერანმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა. ბრძოლა 23 მაისს პარიზში PFL Europe Paris-ის ფარგლებში გაიმართება, მაგრამ უცნობია თუ ვინ დაუპირისპირდება ევრას.
პატრის ევრას დაანონსებული ბრძოლის განცხადება:
ოფიციალურად ვემზადები ჩემი პირველი ბრძოლისთვის PFLEurope-ზე. ჯერჯერობით ჩემთვის მეტოქის შერჩევა მიმდინარეობს, მკითხეს თუ ვის წინააღმდეგ მინდოდა ბრძოლა და მე ვუპასუხე ლუის სუარესი. ჩემი ჯიბიდან გადავიხდი, მას შეუძლია მიკბინოს კიდეც. - პატრის ევრა
BREAKING: I’m officially training for my first fight with @PFLEurope. They will pick my opponent...
— Patrice Evra (@Evra) April 25, 2025
They asked who I wanna face. I said:
Luis Suárez.
I’ll pay out of pocket.
He can even bite me.