Belive

პატრის ევრა: "ფინალს ვერ ვესწრები, რადგან ჩემი დის დაკრძალვაა - სისხლი დაღვარეთ ამ გუნდისთვის"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, 21 მაისს, ბასკეთი, კერძოდ კი "სან მამესის" სტადიონი, ევროპა ლიგის ფინალს უმასპინძლებს, სადაც ინგლისური დაპირისპირება შედგება.

ევროპა ლიგის ტიტულისთვის პრემიერ ლიგის 2 გუნდი, მანჩესტერი და ტოტენჰემი დაუპირისპირდებიან. ეს ფინალი კიდევ იმით არის ძალიან საინტერესო, რომ ისინი პრემიერ ლიგაში გვერდიგვერდ, მე-16 და მე-17 პოზიციაზე იმყოფებიან.

ფინალის წინ, ორივე გუნდის ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა საკუთარი გუნდები გაამხნევეს - განსაკუთრებულად ემოციური მიმართვა ჰქონდა მანჩესტერის ლეგნდას - პატრის ევრას, რომელმაც აღნიშნა, რომ სამწუხაროდ ფინალს ვერ დაესწრება, რადგან მისი დის დაკრძალვაა.

"ბიჭებო, ფინალში თქვენ გვერდით ვერ ვიქნები. ჩემი დის დაკრძალვაზე მივდივარ, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა კიბოს.

მინდა გთხოვოთ, რომ იბრძოლოთ და სისხლი დაღვაროთ ამ მაისურისთვის. არანაირი გამართლება არ არსებობს. ეს არის თქვენი მოვალეობა და მე თქვენი მჯერა." - პატრის ევრა

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ფრანგი მცველი "წითელი ეშმაკების" მაისურით 2006-2014 წლებში თამაშობდა, რა პერიოდშიც 379 მატჩი ჩაატარა და კლუბთან ერთად 5-ჯერ პრემირ ლიგა, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, 4-ჯერ კი ინგლისის თასი მოიგო.

მანჩესტერისა და ტოტენჰემის ფინალური დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები