პარი სენ ჟერმენმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა
2024-2025 წლების სეზონის ტრიუმფატორი - პარი სენ ჟერმენი აშშ-ში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გაემგზავრა.
ფრანგული კლუბის განაცხადში 24 ფეხბურთელი მოხვდა:
დონარუმა, ჰაკიმი, კიმპემბე, ბერალდო, მარკინიოსი, კვარაცხელია, ფაბიან რუისი, რამოში, დემბელე, დუე, ვიტინია, ლი, მოსკარდო, ლ. ერნანდესი, მაიულუ, ნუნო მენდეში, ბარკოლა, ზაირ-ემერი, საფონოვი, კამარა, მბაიე, პაჩო, არნაუ ტენასი, ნევეში.
პარი სენ ჟერმენი ტურნირის B ჯგუფში მადრიდის ატლეტიკოსთან, ბოტაფოგოსთან და სიეტლ საუნდერსთან ერთად იასპარეზებს. კვარას გუნდი პირველ მატჩს კვირას, 16 ივნისს, ატლეტიკოს წინააღმდეგ გამართავს.
პირველ 32-გუნდიან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს 2025 წელს ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს. ტურნირი 15 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება.
ფიფას გადაწყვეტილებით, 32 გუნდიდან ოკეანეთს - 1, აზიას, აფრიკასა და ჩრდ. ამერიკას 4-4, სამხრეთ ამერიკას - 6, ევროპას კი 12 წარმომადგენელი ეყოლება. 32-ე გუნდი კი მასპინძელი ქვეყნიდან იქნება.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფები:
A ჯგუფი - პალმეირასი, პორტუ, ალ აჰლი, ინტერ მაიამი
B ჯგუფი - პსჟ, ატლეტიკო, ბოტაფოგო, სიეტლი
C ჯგუფი - ბაიერნი, ოკლენდ სიტი, ბოკა ხუნიორსი, ბენფიკა
D ჯგუფი - ფლამენგო, ესპერანსი, ჩელსი, ლოს ანჯელესი/ამერიკა
E ჯგუფი - რივერ პლეიტი, ურავა რედ დაიმონდსი, ინტერი, მონტერეი
F ჯგუფი - ფლუმინენსე, დორტმუნდი, ულსანი, მამელოდი სანდაუნსი
G ჯგუფი - მანჩესტერ სიტი, ვიდადი, ალ აინი, იუვენტუსი
H ჯგუფი - რეალი, ალ ჰილალი, პაჩუკა, ზალცბურგი
📋 The squad for this Club World Cup! 🗺️#FIFACWC I @FIFACWC pic.twitter.com/g1kdvnrody
— Paris Saint-Germain (@PSG_English) June 10, 2025