ლუის ენრიკე: ,,სეზონის საუკეთესო ნაწილი მალე დაიწყება''
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, მონაკოსთან მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
,,ლე ავრთან გასული ტურის შეხვედრა? ლიგა 1 რთული ტურნირია და ყოველთვის ასე იყო. ყველა მატჩი რთულია, განსაკუთრებით გასვლითი შეხვედრები. ლე ავრთან ბოლომდე კონცენტრირებულები უნდა ვყოფილიყავით, გაგვიჭირდა, მაგრამ 3 ქულა მაინც მოვიპოვეთ.
სეზონის საუკეთესო ნაწილი მალე დაიწყება, ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, რაც აქამდე გავაკეთეთ და რა უნდა გავაუმჯობესოთ. გვინდა, რომ ფეხბურთელებმა თამაშისგან სიამოვნება მიიღონ.
მონაკოს წინააღმდეგ მოგება გვჭირდება და ამას მოუთმენლად ველით. მათთან ახლახან ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშეთ. ვიცით, რომ ეს ჩემპიონთა ლიგის დონის მატჩი იქნება. მიზანი, რა თქმა უნდა, 3 ქულის აღებაა.
ჩემს გუნდში ყოველთვის დადებითს ვეძებ. ამჟამად ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ვართ. ჩემპიონატში გარკვეული სირთულეები გვქონდა, მაგრამ მაინც პირველ ადგილს ვიკავებთ. სეზონის ამ ეტაპზე ზუსტად იქ ვართ, სადაც გვინდოდა ყოფნა.
დემბელე? ყოველთვის კარგი ამბავია, როცა ტრავმირებული ფეხბურთელები ბრუნდებიან. თუმცა, თითოეული მოთამაშის მიმართ ფრთხილად უნდა ვიყოთ.
- ლუის ენრიკე
დღეს, საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში, პარი სენ ჟერმენი მონაკოს უმასპინძლებს. მატჩი 23:45 საათზე დაიწყება.
24 ტურის შემდეგ ლუის ენრიკეს გუნდს 57 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, მონაკო კი 37 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.