ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას? - სუპერკომპიუტერის განახლებული პროგნოზი
13 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ, Opta-ს სუპერკომპიუტერმა გუნდების საჩემპიონო შანსები კიდევ ერთხელ შეაფასა.
ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად კვლავ არსენალი რჩება (36,75%), მეორე ადგილზე კი მიუნხენის ბაიერნია (34,61%).
ფავორიტთა შორის მე-3 ადგილს იკავებს ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ ჟერმენი, რომლის საჩემპიონო შანსები 19,35%-ით ფასდება (წინა რეიტინგთან შედარებით მოქმედი ჩემპიონების შანსები თითქმის 8%-ით გაიზარდა).
არსენალი
ბაიერნი
პსჟ
ატლეტიკო
ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის ფინალი 30 მაისს, ბუდაპეშტში, პუშკაშ-არენაზე გაიმართება.
