Belive

პარი სენ ჟერმენის შემადგენლობაში მბაპეს 15 წლის ძმის დებიუტი შედგა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კილიან მბაპეს უმცროსმა ძმამ, ეთანმა, ,,პარი სენ ჟერმენის'' შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა.

15 წლის ნახევარმცველმა ,,პარიზთან'' ამხანაგურ შეხვედრაში (2:1) ითამაშა. ეთანი მოედანზე მეორე ტაიმში ფაბიან რუისის ნაცვლად გამოვიდა.

,,პროფესიონალურ დონეზე დებიუტით ძალიან ბედნიერი ვარ,'' - დაწერა მბაპემ სოციალურ ქსელში.

ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ეთან მბაპეს ანგარიშზე ,,პსჟ-ის'' 19-წლამდელთა გუნდის მაისურით ჩატარებულ 5 მატჩში 2 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები