ინტერს აეროპორტში მხოლოდ 1 გულშემატკივარი დახვდა
ბუნებრივია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერის ფიასკომ გულშემატკივრებში დიდი წყენა და იმედგაცრუება გამოიწვია.
მიუნხენიდან სახლში დაბრუნებულ ,,ნერაძურის'' აეროპორტში მხოლოდ ერთი გულშემატკივარი დახვდა.
მე აქ ერთადერთი იდიოტი ვარ...
ამბობს ინტერის ფანი სახელად მარკო და აგრძელებს:
თუმცა, ეს ბიჭები აპლოდისმენტებს მაინც იმსახურებენ!
La Gazzetta dello Sport კადრებს ავრცელებს და ყურადღებას მილანური კლუბის იმედგაცრუებულ ფეხბურთელებზე ამახვილებს:
ტერმინალის გასასვლელსა და ავტობუსს შორის რამდენიმე მძიმე ნაბიჯია. ბუზიც კი არ დაფრინავს - არავინ ლაპარაკობს, არავინ იყურება ზემოთ, ყველა თავდახრილია.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერი პსჟ-სთან 0:5 განადგურდა. სიმონე ინძაგის გუნდმა სეზონი უტიტულოდ დაასრულა.
Increíble, pero real: Inter fue recibido por un solo hincha el domingo en el aeropuerto de Malpensa después de aterrizar tras su aplastante derrota en la final de la #CHAMPIONSxESPN, informó La Gazzetta dello Sport
— SportsCenter (@SC_ESPN) June 2, 2025
🗣️ "Soy el único idiota aquí, pero aún así merecen un aplauso",… pic.twitter.com/w8jmvuVnXT