Belive

ოქროს ბურთის გამარჯვებული The Athletic-ის ვერსიით ცნობილია

7 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ვინ მოიგებს 2026 წლის ოქროს ბურთს? The Athletic-მა ფეხბურთის სამყაროს 100 წარმომადგენელს შორის ანონიმური გამოკითხვა ჩაატარა, სადაც ჰარი კეინმა დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ეს კენჭისყრა რა თქმა უნდა ოფიციალური არ ყოფილა, მაგრამ თავიანთი ხმები დააფიქსირეს შემდეგმა ადამიანებმა: მოქმედმა თუ ყოფილ ფეხბურთელებმა, მენეჯერებმა, მწვრთნელებმა, სპორტულმა დირექტორებმა, სკაუტებმა, კლუბის პრეზიდენტებმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მათ გამარჯვებულის გარდა ოქროს ბურთის 30-კაციანი ნომინანტების სიიდან საუკეთესო ათეული შეარჩიეს.

სრულად ჩამონათვალი ასეთია:

  1. ჰარი კეინი - 1103 ქულა

  2. ლამინ იამალი - 991 ქულა

  3. კილიან მბაპე - 729 ქულა

  4. მაიკლ ოლისე - 646 ქულა

  5. ლეო მესი - 498 ქულა

  6. როდრი - 481 ქულა

  7. ხვიჩა კვარაცხელია - 401 ქულა

  8. ერლინგ ჰოლანდი - 353 ქულა

  9. უსმან დემბელე - 320 ქულა

  10. ჯუდ ბელინგემი - 292 ქულა

  11. ვიტინია - 217 ქულა

  12. ფაბიან რუისი - 157 ქულა

  13. დეკლან რაისი - 104 ქულა

  14. პაუ კუბარსი - 59 ქულა

  15. ბრუნო ფერნანდეში - 51 ქულა

  16. უილიამ სალიბა - 48 ქულა

  17. ჟოაო ნევეში - 43 ქულა

  18. ლუის დიასი - 39 ქულა

  19. აშრაფ ჰაკიმი - 30 ქულა

  20. გაბრიელ მაგალაესი - 27 ქულა

  21. ნუნუ მენდეში - 27 ქულა

  22. ვინისიუს ჟუნიორი - 23 ქულა

  23. მარკინიოსი - 17 ქულა

  24. ფერან ტორესი - 16 ქულა

  25. მარკ კუკურელია - 11 ქულა

  26. დაიო უპამეკანო - 9 ქულა

  27. სადიო მანე - 5 ქულა

  28. ლაუტარო მარტინესი - 2 ქულა

  29. ვილიან პაჩო - 1 ქულა

  30. ხულიან კინიონესი - 1 ქულა

პირველ ადგილისთვის ენიჭებოდა 15 ქულა, მეორისთვის - 12, მესამისთვის - 10, 8, 7, 5, 4, 3, 2 და 1 ქულები.

ოქროს ბურთის რიგით 70-ე დაჯილდოება 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.

სხვა სტატიები