Belive

კილიან მბაპე Onze d’Or-ის გამარჯვებულია

9 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

რეალ მადრიდის ფრანგი სუპერვარსკვლავი კილიან მბაპე 2026 წლის Onze d’Or-ის გამარჯვებულია. აღნიშნული ჯილდო ფრანგული ჟურნალის Onze Mondial-ის მიერ დაწესებულია და ის 1976 წლიდან გაიცემა, ანუ წელს 50 წლის იუბილე აღინიშნებოდა.

Onze d’Or-ის გამარჯვებული ვებგვერდზე დაფიქსირებული ხმებით ვლინდება, რაც დომინანტურად მოიგო კილიან მბაპემ. მეორე ადგილზე ჟოაო ნევეში გავიდა, მესამეზე კი ხვიჩა კვარაცხელია.

პროცენტულობა და მათ მიერ გამოქვეყნებული თერთმეტეული ასე გამოიყურება:

  1. კილიან მბაპე - 48.2%

  2. ჟოაო ნევეში - 11.9%

  3. ხვიჩა კვარაცხელია - 10.8%

  4. ლამინ იამალი - 9.7%

  5. უსმან დემბელე - 7.5%

  6. ჰარი კეინი - 4.4%

  7. მაიკლ ოლისე - 2.9%

  8. ვიტინია - 2.8%

  9. დეკლან რაისი - 1.1%

  10. ბრუნო ფერნანდეში - 0.7%

  11. ვილიან პაჩო - 0.0%

Onze d’Or ათწლეულების განმავლობაში ფეხბურთის ისეთ ლეგენდებს გადაეცემოდათ, როგორებიც არიან დიეგო მარადონა, ზინედინ ზიდანი, კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი.

გამოკითხვის შედეგად Onze Mondial-მა 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო თერთმეტეულიც შეარჩია:

მეკარე: ემილიანო მარტინესი (ჩელსი)

მარჯვენა მცველი: იულიან რიერსონი (დორტმუნდი)

ცენტრალური მცველი: დაიო უპამეკანო (ბაიერნი)

ცენტრალური მცველი: უილიან პაჩო (პარი სენ-ჟერმენი)

მარცხენა მცველი: პიერო ინკაპიე (არსენალი)

ნახევარმცველი: პედრი (ბარსელონა)

ნახევარმცველი: ჟოაო ნევეში (პარი სენ-ჟერმენი)

მარჯვენა გარემარბი: ლუის დიასი (ბაიერნი)

პლეიმეიკერი: ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი)

მარცხენა გარემარბი: ხვიჩა კვარაცხელია (პარი სენ-ჟერმენი)

ფორვარდი: კილიან მბაპე (რეალ მადრიდი)

სხვა სტატიები