Belive

ოფიციალურად | რობერტო მარტინესმა პორტუგალიის ნაკრები დატოვა

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალის მორიგ დაპირისპირებაში პორტუგალია ესპანეთთან 0:1 დამარცხდა, ერთადერთი გოლი მიკელ მერინომ 90+1 წუთზე გაიტანა და თავისი ნაკრები მომდევნო ეტაპზე გაიყვანა, სადაც აშშ/ბელგიის წყვილიდან გამარჯვებულს შეხვდება.

პორტუგალიელთა მარცხით კრიშტიანუ რონალდუს უდიდესი სანაკრებო ეპოქა დასრულდა, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეს მისთვის ბოლო მუნდიალი იყო და არც მის ეროვნულ ნაკრებში თამაშს არ უწერია დიდი ხანი.

ყველაზე საინტერესო კი ის ფაქტია, რომ პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა - რობეტო მარტინესმა, ესპანეთთან მარცხიც განკუთვნილი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და მატჩისშემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი ეროვნული ნაკრების პოსტს ტოვებს.

„ეს წარმოუდგენელი პერიოდი იყო. სიამაყე, რომლის აღწერაც შეუძლებელია. ძალა, ენერგია, რომელიც მთელი პორტუგალიელი ხალხისგან მივიღეთ, წარმოუდგენელი იყო.

დიდი მადლობა ამ ემოციებისთვის და ბოდიში წარუმატებლობისთვის. მე პოზიციას ვტოვებ.

დიდ მადლობას ვუხდი პორტუგალიელ ხალხს, ფეხბურთელებს, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასა და გუნდის თითოეულ წევრს..." - რობერტო მარტინესი

რობერტო მარტინესის სამწვრთნელო კარიერა დიდ ტურნირებზე ნამდვილ ანტი-რეკორდად იქცა, რადგან მან უკვე ზედიზედ ორ განსხვავებულ „ოქროს თაობასთან“ ერთად განიცადა კრახი.

ჯერ კიდევ ბელგიის ნაკრებში მუშაობისას (2016–2022), მან ვარსკვლავური შემადგენლობით ვერცერთი ტიტულის მოგება ვერ შეძლო. გუნდი 2018 წლის მუნდიალის ნახევარფინალში, ევრო 2020-ის მეოთხედფინალში, ხოლო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სამარცხვინოდ, საერთოდ ჯგუფურ ეტაპზევე ჩატოვა.

იგივე სცენარი განმეორდა პორტუგალიის ნაკრებშიც (2023–2026): მარტინესმა ევრო 2024-ზე გუნდი მხოლოდ მეოთხედფინალამდე მიიყვანა, მიმდინარე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი 1/8-ფინალურ ეტაპზევე გამოეთიშა ასპარეზობას, რაც ამ მასშტაბის ნაკრებებისთვის აშკარა და დიდი ჩავარდნაა.

სხვა სტატიები