მადრიდის რეალმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიული რეკორდი მოხსნა!
მადრიდის რეალმა ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი დაწერა - ეს შეიძლება 'უცნაურად' ან სრულიად ალოგიკურად ჟღერდეს, თუმცა სწორად გესმით ის, რაც სათაურსა და სტატიის პირველ აბზაცში წერია.
ნორვეგიის წინააღმდეგ ჯუდ ბელინგემის მიერ გატანილი გოლების წყალობით, „სამეფო კლუბი“ გახდა ერთადერთი გუნდი მსოფლიოში, რომლის ფეხბურთელებმაც ერთ კონკრეტულ მუნდიალზე ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს.
🚨🚨 RECORD: WITH 19 GOALS, REAL MADRID SET RECORD FOR MOST GOALS SCORED BY PLAYERS OF ONE TEAM IN THE HISTORY OF A SINGLE WORLD CUP. pic.twitter.com/LD1mo0pkT8
— Madrid Zone (@theMadridZone) July 11, 2026
ამ დროისთვის, მადრიდელი ფეხბურთელების ანგარიშზე მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე 19 გოლია. ამ მაჩვენებლით რეალმა გადაასწრო აქამდე არსებულ ყველა ისტორიულ რეკორდს, რომლებიც სხვა კლუბებს ეკუთვნოდათ.
ბუდაპეშტის ჰონვედს (18 გოლი, 1954 წელი)
მიუნხენის ბაიერნს (18 გოლი, 2014 წელი)
პსჟ-ს (18 გოლი, 2022 წელი)
ბელინგემის დუბლმა „ბლანკოსი“ რეკორდის სრულუფლებიან მფლობელად აქცია და რადგან ტურნირი გადამწყვეტ ფაზაში შედის, 'სამეფო კლუბის' ფეხბურთელებს ამ ნიშნულის კიდევ უფრო გაზრდის კარგი შანსი აქვთ.