Belive

ოფიციალურად | ლამინე იამალი ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები, მომავალ სანაკრებო პაუზაზე საქართველოსა და ბულგარეთს დაუპირისპირდება. ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ესპანეთის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 3 მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს მარკოს ლორენტე, შემადგენლობაში მოხვდა პაბლო ბარიოსი და ლამინე იამალის გარშემო არსებული გაურკვევლობა, ამ უკანასკნელის გამოძახებით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ლამინე იამალის ჩათვლით, ესპანეთის შემადგენლობაში ბარსელონას 5 ფეხბურთელი (ლამინე იამალი, პედრი, დანი ოლმო, ფერან ტორესი, პაუ კუბარსი) მოხვდა.

ესპანეთის განაცხადი

მეკარეები: უნაი სიმონი, დავის რაია, ალექს რომერო.

მცველები: გრიმალდო, კუკურელია, პაუ კუბარსი, ვივიანი, ლე ნორმანი, მ. ლორენტე, პედრო პორო, დინ ჰაუსენი.

ნახევარმცველები: როდრი, ოლმო, მიკელ მერინო, ზუბიმენდი, ალეიშ გარსია, პედრი, ალექს ბაენა, პაბლო ბარიოში.

თავდამსხმელები: ოიარზაბალი, ფერან ტორესი, ყერემი, ლამინე იამალი, სამუ, დე ფრუტოსი, ხესუს როდრიგესი.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს, 22:45 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები