The Athletic: "იამალი მსოფლიო ჩემპიონატის სტარტს გამოტოვებს"
ცნობილი სპორტული გამოცემა "The Athletic"-ის ცნობით, 18 წლის ლამინე იამალი მუნდიალის სტარტს, კერძოდ კი პირველ ორ მატჩს - კაბო ვერდესთან და საუდის არაბეთთან გამოტოვებს და იგი სავარაუდოდ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, ურუგვაის წინააღმდეგ დაბრუნდება.
🚨 𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: Lamine Yamal is set to miss the start of the World Cup 🙁
— 433 (@433) May 18, 2026
Lamine Yamal will miss Spain's group-stage opener against Cape Verde and is also a major doubt for Spain's second match against Saudi Arabia, @TheAthleticFC reports 🗞️
Spain hope to have him back for… pic.twitter.com/FdaDntbuDU
2026 წლის აპრილის ბოლოს, 18 წლის სუპერვარსკვლავმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მისთვის საკლუბო სეზონი ოფიციალურად დასრულდა და მიზანი 2026 წლის მუნდიალისთვის ფორმაში შესვლა იყო.
დადასტურებული ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელმა, მარცხენა ფეხის უკანა კუნთი გაიწყვიტა, რის გამოც მისთვის მიმდინარე სეზონში საკლუბო ფეხბურთი ოფიციალურად დასრულდა, თუმცა აქამდე კარგი ცნობები იყო იმის შესახებ, რომ იამალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად იქნებოდა, თუმცა ესპანეთიდან ცუდი ცნობები ვრცელდება, რომ იგი მსოფლიო ჩემპიონატის სტარტისთვის გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს.
მიმდინარე სეზონში იამალის ანგარიშზე ბარსელონას მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში 24 გოლი და 18 საგოლე გადაცემაა - სწორედ ამ სტატისტიკით დაასრულა მან მიმდინარე საკლუბო სეზონი.
ესპანეთის ნაკრები მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და ისინი ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობას 15 ივნისს კაბო ვერდესთან დაიწყებენ, 21 ივნისს საუდის არაბეთს შეხვდებიან, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 27 ივნისს ურუგვაისთან დაასრულებენ.